ვინ წაიყვანს წელს ოსკარის დაჯილდოების ცერემონიალს ?

ვინ წაიყვანს წელს ოსკარის დაჯილდოების ცერემონიალს ?

ოსკარის რიგით 91-ე დაჯილდოების ცერემონიალი კვირას, 24 თებერვალს გაიმართება. კრის ევანსი, ტინა ფეინი, ვუპი გოლდბერგი, ბრი ლარსონი, ამანდა სტენბერგი, ტესა ტომსონი და კონსტანს ვუ. ეს იმ მსახიობების არასრული სიაა, რომელებიც ოსკარის ცერემონიაზე კონვერტს გახსნიან და სცენიდან წარმოთქვამენ უკვე სლოგანად ქცეულ ფრაზას "And the Oscar goes to..." და გამარჯვებულებს ბიძია ოსკარის სტატუეტს გადასცემენ.

მთელი მსოფლიო მოუთმენლად ელოდება ამ დღეს, რადგანაც ჰოლივუდის ისტორიაში ეს იქნება ყველაზე გრძელი და ყველაზე საინტერესო კინო ღამე.

ოსკარის ცერემონიის წამყვანობა ძალიან საპასუხისმგებლო და საპატიო მისიაა. წამყვანის შერჩევა კი ცერემონიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალია. სწორად შერჩეული წამყვანი მაღალი რეიტინგის საწინდარია. აღსანიშნავია, რომ წლევანდელ შოუს არ ეყოლება მხოლოდ ერთი მასპინძელი. საღამოს სამი სუპერვარსკვლავი - შარლიზ ტერონი ჯენიფერ ლოპესი და დენიელ კრეიგი ერთად გაუძღვებიან.