ფრაქცია “პატრიოტების” წევრი, დეპუტატი რიამ ინაშვილი პარლამენტის საგაზაფხულო სესიაზე ფარული კადრების თემას შეეხო და განაცხადა რომ გამავრცელებლები უმკაცრესად უნდა დაისაჯონ.
“თუ გვაქვს ღირსება, ყველამ უნდა დავგმოთ ეს მარაზმი და დავასრულოთ! ამას არ აქვს მხოლოდ პოლირიკუტი ან სამართლებრივი ასპექტი. ხდება ადამიანების, მათი ოჯახის წევრების განადგურება. პარლამენტის თავმჯდომარემ, მოგიწოდებთ შეიქმნას ჯგუფი პარლამენტში, რომელიც კანონმდებლობის გამკაცრებაზე იმუშავებს. გამავრცელებელი განსაკუთრებულად მძიმე სასჯელით უნდა ისჯებოდეს. პასუხისმგებლობას ვერავინ გაექცევით, ვერც ისინი ვინც 9 წელი აწამებდით და ვერც ისინი, ვინც 7 წელია მართავთ ამ ქვეყანას! იმედი მაქვს, ჩვენ რომ მოვალთ ხელისუფლებაში, ყველა დაისჯებით, წინაც და დღევანდელიც, რომლებიც ხელს აფარებთ დამნაშავეებს! ყველასთან დაიჩოქებს ეს აქლემი!კანონის გამკაცრებაზე იქნება მაქსიმალური მოთხოვნა. დავიწყოთ წინა რეჟიმით – ბოკერიებით, კახიძეებით, რომლებიც ცინიკურად ცდილობენ საზოგადოებას თვალი აუხვიონ!”, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.