“მანიაკი უნდა იყო, ასეთი კადრებით ტკბებოდე, ღლიცინებდე…”

“მანიაკი უნდა იყო, ასეთი კადრებით ტკბებოდე, ღლიცინებდე…”

ბოლო დღეების განმავლობაში დეპუტატ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსხველი კადრები გავრცელდა. თავდაპირველად მომხარებლები ჩანაწერს ერთმანეთს პირად შეტყობინებებში უგზავნიდნენ, ხოლო შემდეგ ერთ-ერთი მომხმარებლის პირად გვერდზე საჯაროდა აიტვირთა.

დანაშაულებრივ ქმედებას ფოტოხელოვანი გოგა ჩანადირი “ფეისბუქის” გვერდზე ეხმაურება:

“პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების შენახვა და გავრცელება რამდენიმეწლიანი პატიმრობით ისჯება. თუ ასეთ კადრებს გამოგიგზავნიან, სამართალდამცველებს დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოთ.

მანიაკი უნდა იყო, ასეთი კადრებით ტკბებოდე, ღლიცინებდე და ხბოს აღტაცებით ავრცელებდე. პირადი ცხოვრება არის პირადი ცხოვრება და გავიგოთ, რომ ეს სხვას არ ეხება”, – წერს ჩანადირი.