ხუან გუაიდო: ვენესუელაში სამოქალქო ომის საფრთხე გამოგონილია

ხუან გუაიდო: ვენესუელაში სამოქალქო ომის საფრთხე გამოგონილია

ვენესუელას ოპოზიციური გაერთიანების ლიდერმა და თვითგამოცხადებულმა პრეზიდენტმა ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტის - ნიკოლას მადუროს მინიშნებებს სამოქალაქო ომის საფრთხეებთან დაკავშირებით სასაცილო უწოდა. ამის შესახებ BBC წერს.

ხუან გუაიდომ საკუთარი თავის პრეზიდენტად გამოცხადების შემდეგ უამრავი ქვეყნის, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა მოიპოვა.

მადურომ განაცხადა, რომ სამოქალაქო ომის დაწყება აშშ-სა და მისი მოკავშირეების „სიგიჟეზე“ იქნება დამოკიდებული.

გუაიდომ თავისი პოლიტიკური კონკურენტის განცხადებას „გამოგონილი“ უწოდა.

23 იანვარს კარაკასში გამართულ მრავალრიცხოვან აქციაზე ოპოზიციის ლიდერმა, ხუან გუაიდომ საკუთარი თავი ვენესუელის პრეზიდენტად გამოაცხადა. ხუან გუაიდო ვენესუელის დროებით პრეზიდენტად უკვე აღიარეს: არგენტინამ, ბრაზილიამ,  გვატემალამ, ჰონდურასმა, საქართველომ, კანადამ, კოლუმბიამ, კოსტა-რიკამ, პანამამ, პარაგვაიმ,  პერუმ, აშშ-მ, ჩილემ, ეკვადორმა, ისრაელმა.

4 თებერვალს გუაიდოს მხარდამჭერების სიას შეემატა, საფრანგეთი, ესპანეთი, დიდი ბრიტანეთი, ავსტრია, დანია, შვედეთი, გერმანია, ჰოლანდია, პორტუგალია, ლატვია, ფინეთი და პოლონეთი.

ევროპის ქვეყნებს შორის ხუან გუაიდოს არ აღიარებს იტალია.

ნიკოლას მადუროს კი მხარდაჭერა გამოუცხადა რუსეთმა, თურქეთმა, ბოლივიამ, კუბამ, მექსიკამ და ურუგვაიმ.