მეხსიერების ბარათი (გაგრძელება): მერკელმა რომ გააცილა, თვალები დახუჭა და ერთხანს ხელით ეჭირა შუბლი

მეხსიერების ბარათი (გაგრძელება): მერკელმა რომ გააცილა, თვალები დახუჭა და ერთხანს ხელით ეჭირა შუბლი

 

 

 

 

 

ასეთი პატიმარი ბევრი იყო, რადგან ბევრი იყო ასეთი მამედოვი. ასეთი ცრუ მოწმეები სასამართლოს დარბაზიდან სასამართლოს დარბაზში გადადიოდნენ, აძლევდნენ ჩვენებას და ადამიანი იყო განწირული - აწამებდნენ ელექტროშოკით, გააუპატიურებდნენ, დაუმსხვრევდნენ ხერხემლის მალებს, წაართმევდნენ მხედველობას, სმენას და თუ მაინც ცოცხალი გამოაღწევდა, ოჯახში მისულს დახვდებოდნენ ლოგინად ჩავარდნილი მშობლები, შეშინებული, ნახევრად შეშლილი მეუღლე და შვილები, რომლებსაც მომავალი აღარ ქონდათ. დიდი ალბათობით, ბინაც აღარ დახვდებოდა, იცხოვრებდა ნაქირავები მიწურის ყველაზე ბნელ კუთხეში, ინვალიდის სავარძელში, ნახევრად უსინათლო, სმენადაქვეითებული... და მეტყველების უნარი უკვე თავისთავად წაერთმეოდა.

გარეთ კი, ცხოვრება დუღდა: საქართველო იყო უფრო დემოკრატიული, ვიდრე ბრიტანეთი, თბილისი იყო უფრო ლამაზი, ვიდრე პარიზი, ბათუმი მშვენდებოდა, ვითარცა ნიცა და შედეგი იყო „მაპზე უკეთესი“.

ცოტაც და, სააკაშვილი გახდებოდა უფრო დიდი, ვიდრე ილია ჭავჭავაძე და ნიკო ნიკოლაძე ერთად აღებული.

ძალიან იოლად კლავდნენ ადამიანებს, ძალიან იოლად. ძულდათ და იმიტომ.

მეხუთე პალატის ბინადარი

2006 წელს პოლიტიკურ წრეებში გავრცელდა და შემდეგ პრესაშიც დაიბეჭდ აევროპის შვიდი ავტორიტეტული ფსიქიატრიული კლინიკის დასკვნა სააკაშვილის ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ: "ძალაუფლებისაკენ ლტოლვამ სააკაშვილს შეიძლება დაუკარგოს სიფრთხილე და გადაწყვეტილებები სახიფათო აღმოჩნდეს. მისგან მოსალოდნელია პრობლემების პროვოცირება. მათ შორის, პოლიტიკური და საომარი კონფლიქტიც". დასკვნაში არის დიაგნოზი: "ძლიერი პარანოიდული აშლილობა, ისტერიულობა და ნარცისიზმის კომპლექსი". 

ევროპელმა ფსიქიატრებმა სააკაშვილის პიროვნების ფსიქოლოგიური კვლევა მისი ბავშვობით დაიწყეს და სწორედ იქ იპოვეს იმ გადახრების მიზეზი, რაც დიაგნოზში აისახა. "რადგან სააკაშვილის მშობლები ერთად არ ცხოვრობდნენ, ბავშვი დედას მიეჯაჭვა და პატარაობისას მიღებული ემოციური ტრავმის გამო, რომელიც მამას უკავშირდებოდა, აგრესიულ პიროვნებად ჩამოყალიბდა. მას დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა მამინაცვალთან...“

„...უჭირს მობილიზება, თავისი გამოსვლების სწორად ორგანიზება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც არასასურველ კითხვებს უსვამენ... სააკაშვილი იღებს მხოლოდ იმ ინფორმაციას, რისი გაგონებაც სურს. ეს კი იწვევს განდიდების მანიას, მანიაკალურ სინდრომ და განცდა, რომ ერთადერთი და განუმეორებელია.
რადგან ბავშვობაში ჩამოყალიბებული არასრულფასოვნების კომპლექსისგან იმდენად არის შეპყრობილი ერთადერთი სურვილით, თავი დაიმკვიდროს, რომ ანგარიშს არ უწევს იმ საზოგადოების შეხედულებებს, რომელმაც ის ერთხელ უკვე არ მიიღო და გარიყა".
პეტრე მამრაძე, პარლამენტის ყოფილი წევრი, „კვირის პალიტრასთან“ საუბარში იხსენებდა: “არ დამავიწყდება, ევროპელი ფსიქიატრების დასკვნა უკვე გადადიოდა ხელიდან ხელში, რომ ერთმა ქართველმა ფსიქიატრმა მითხრა, არავითარი საბუთები არ მჭირდება, საკმარისი იყო, მენახა, საუბრისას მისი ხელის მოძრაობა და თვითმფრინავის ტრაპიდან როგორ ჩამოდის და დიაგნოზი დავსვი - სახეზეა მანიაკალურ-დეპრესიული სინდრომის გამოვლინებაო. უცხოელებისაგან მომისმენია, სააკაშვილს განდიდების მანია აქვს, ნარცისიზმი და მეგალომანია სჭირს, ამის უკან არასრულფასოვნების კომპლექსი იმალებაო. აქედან მოდის თვითდამკვიდრების დაუოკებელი სურვილი, რომ ყველაფერი ისე გაკეთდეს, როგორც მას სურს. 
მაგალითად, პარლამენტის ქუთაისში გადატანა და მემორიალის აფეთქება სხვა არაფერია, თუ არა სიგიჟე. როდესაც ჯო ბაიდენი საქართველოში ჩამოვიდა, გაოგნდა პრეზიდენტის სასახლის ნახვისას. მაშინაც და ამის მერეც სულ მესმოდა, როგორ უწოდებდნენ უცხოელები პრეზიდენტის რეზიდენციას კალიგულას სასახლეს. სააკაშვილს იგივე დაემართა, რაც მუსოლინის ან ჩაუშესკუს. კორტების ადგილზე ასწლოვანი ხეების გაჩეხვა და იუსტიციის სასახლის აშენებაც სააკაშვილის სნეული ფანტაზიის ნაყოფია. 
ჩემზე განსაკუთრებით მძიმედ მოქმედებდა სააკაშვილი სჭამა. ეს ნორმალური ადამიანის კვება კი არა, სხვადასხვა საჭმლის ერთმანეთის მიყოლებით უზომო შთანთქმაა, რაც უცხოელმა დიპლომატებმაც არაერთხელ აღნიშნეს. 
ანგელა მერკელთან სააკაშვილის პირველი შეხვედრის მერე, გერმანელმა დიპლომატებმა მითხრეს, შეხვედრაზე სააკაშვილმა ერთმანეთის მიყოლებით ყველაფრის პირში ჩაყრა დაიწყო. საჭმელს "კოკა-კოლას" აყოლებდა და გაუთავებლად ლაპარაკობდა, მერკელმა რომ გააცილა, თვალები დახუჭა და ერთხანს ხელით ეჭირა შუბლი, მერე კი გვითხრა, ახლავე გაშიფრეთ ჩვენი საუბარი, რასაც მეუბნებოდა მახსოვს, მაგრამ მე რა ვუთხარი, ვეღარ ვიხსენებო.
ჯორჯ ბუშთან შეხვედრაზე რომ მიდიოდა, დაინახა ჯიხური, სადაც ჰოთ-დოგი იყიდებოდა. ნერწყვი მოადგა, დაცვას აყიდინა და ისეთი ტემპით დაიწყო მისი შთანთქმა, კეტჩუპი გადაისხა თეთრ პერანგზე. იქ ამბები იყო! პროტოკოლის სამსახური ლამის ენით წმენდდა ჩვენს პრეზიდენტს, რომ ბუშთან შესულიყო. ჩვენი ექიმებისაგან გამიგია, რომ ბულიმია ჭირს, რაც მძიმე დაავადებაა. გაეროში მომუშავე პერსონალისაგან ვიცი, რომ აგვისტოს ომამდე სააკაშვილი სიტყვით გამოვიდა გაეროში, არ მოეწონა მის გამოსვლაზე ცოტა ხალხის დასწრება და დარბაზის რეაქცია. რაკი მსმენელთა შორის მნიშვნელოვანი ქვეყნების პირველი პირები არ იყვნენ და დარბაზმა ცივად მიიღო, იმდენად გაღიზიანდა, რომ დარბაზიდან გამოვარდა და გასასვლელისკენ გაეშურა, მაშინ როდესაც რამდენიმე თვის მუშაობის შედეგად გაწერილი იყო მისი შეხვედრები სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებთან.
2008 წელს რუსეთმა სწორედ ააკავილი ფსიქოლოგიური პორტრეტის გათვალისწინებით შეძლო მისი პროვოცირება“.

ფსიქიატრ-კრიმინალისტი, მედიცინის მეცნიერებათადოქტორი, პროფესორი მიხაილ ვინოგრადოვი ამბობს: "სააკაშვილი, თავისი დაავადებების გამო განიცდის სექსუალურ კომპლექსებს. მას სექსუალური აქტის პროცესის წარმართვა არ შეუძლია, მიდის აღგზნებამდე, მაგრამ აქტს ვერ ასრულებს. დაკომპლექსებულია საპირისპირო სქესთან ურთიერთობით. სავარაუდოდ, ეს ბავშვობიდან გამოყოლილი სინდრომია. სექსუალურ კომპლექსებს ხშირად გამოდევნის აგრესიის საშუალებით. ცდილობს, გამუდმებით ამტკიცოს, რომ ჭკვიანი სექსუალური ინდივიდია, თვალს აყოლებს საპირისპირო სქესის წარმომადგენლებს, მათთან ყოფნის სურვილი კლავს, მაგრამ ეს სურვილი მერე ჟინში გადაუდის, რომლის გამოც ვერც თავად კმაყოფილდება და ვერც საპირისპირო სქესს აკმაყოფილებს. სააკაშვილის ემოციური აგრესია გადამდებია. სააკაშვილის ამბიციები წინ უსწრებს მის ფიზიკურ და სულიერ მოთხოვნილებებსა და შესაძლებლობებს. მისი საქციელი არასდროს არაა გამოწვეული განსჯისა და დაფიქრების შედეგად, ის ემოციებსა და ახირებებზ ეაგებს თავის ცხოვრებას".

2004 წლის გაზაფხულზე, როდესაც სააკაშვილის საპრეზიდენტო სტაჟი მხოლოდ რამდენიმე თვეს ითვლიდა, პრეზიდენტის ესკორტის სამსახურის თანამშრომელმა მის შესახებ მითხრა, წარმოუდგენელი, სრულიად არაპროგნოზირებადი ტიპია. მაგალითად, მივდივართ დასავლეთში, უკვე გორთან ვართ და ამ დროს „ჩილიკას დუქანი“ გაახსენდება, ქაბაბი მოუნდება, კორტეჟს მოატრიალებს და თბილისში ვბრუნდებითო.

ეროსი კიწმარიშვილის მოგონებებიდან: „...ნიშანი ხალხის მიმართ მისი აგდებული დამოკიდებულების, რის ყველაზე თვალშისაცემი მაგალითი მოსკოვში ჩვენი გამგზავრების დროს თვითმფრინავში ვნახე.

პრეზიდენტი თვითმფრინავის სალონში “შემოქროლდა” და თითქოს ვერავინ შეამჩნია, ისე, რომ არავის მისალმებია და თავის ადგილზე დაჯდა. კინოში მაინც უნდა ჰქონდეს ნანახი, რომ როცა ზოგადად პრეზიდენტი თვითმფრინავში შედის, მას ხვდება ეკიპაჟი და მისი მეთაური. ის ართმევს სათითაოდ ხელს ყველას, რაც უბრალოდ ადამიანურ ჩვევასთან ერთად ხაზგასმული პატივისცემაა მათ მიმართ, ვისაც იმ მომენტში ქვეყნის პირველი პირის სიცოცხლე აბარია. რას აკეთებს სააკაშვილი? ეს საერთოდ ზედ არ უყურებს არც ერთს, ჯდება და იწყება ფრენა.

კარგი, ვთქვათ, ეს მომსახურე პერსონალია, არც ერთ თანამდებობის პირს, რომელიც სალონშია, საერთოდ ზედაც არ უყურებდა. თანამდებობის პირები კი იყვნენ: უშიშროების საბჭოს მდივანი კახა ლომაია, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ბაქრაძე, დაზვერვის შეფი გელა ბეჟუაშვილი, ეკონომიკის მინისტრი ეკა შარაშიძე, მათ გარდა - პარლამენტარი მარიკა ვერულაშვილი, ფრიდონ თოდუა და გია ვაშაძე. თუ ვინმესთან ურთიერთობა მოუნდებოდა, ხელით ანიშნებდა ან გადასძახებდა და ესენი ეახლებოდნენ.

თვითმფრინავში სააკაშვილის ერთ-ერთი რიტუალია გაუგებარი, უმდაბლესი ხარისხის ქართული პოპ-მუსიკის ხმამაღლა მოსმენა, ყუსასმენების გარეშე. ამიტომ ყველა იძულებულია ამ მუსიკას უსმინოს. თანაც კასეტას თუ დისკს წამდაუწუმ წინ და უკან ახვევს და ყველას გულს უწუხებს. პერიოდულად ემართება ისტერიკა, ითხოვს რაღაც დისკს, რომელიც არასოდეს არ აუტანია თვითმფრინავში და ყვირის, სად არის ის დისკიო, უყვირის დაცვას, სტიუარდესებს, ეს დაბნეული, საწყალი ხალხი შეშინებული იყურება აქეთ-იქით.

მანამდე კი სააკაშვილი ყოველთვის ცდილობდა ყველასთან ყურადღებიანი ყოფილიყო და ეს მისი ხაზგასმული თვისება იყო, მაგრამ ეს აღმოჩნდა მისი ნიღაბი. ალბათ გახსოვთ მეტროებში ჩავარდებოდა და მემანქანიდან დაწყებული ყველას ხელს ართმევდა. სხვადასხვა ოფისებში შედიოდა და ხალხს ხაზგასმულად ზრდილობიანად ესალმებოდა.

მას ეს უკვე აღარ სჭირდებოდა და აღარც ის აღელვებდა, თუ როგორ ელოდებოდა მას დაქოქილი თვითმფრინავი საათობით.

რუსეთში ცალკე ანეკდოტის თემად იქცა მისი გადაფრენები რუსეთის ტერიტორიაზე. წესია, როცა ქვეყნის პირველი პირის თვითმფრინავმა სხვა ქვეყნის ტერიტორიას უნდა გადაუფრინოს, ამის თაობაზე ამ ქვეყნის აერონავიგაციის სამსახურს დიპლომატიური ხაზით ატყობინებენ. მაგალითად, ევროპაში მიფრინავდა, 900-ჯერ ცვლიდა გაფრენის დროს და საკონსულოს თანამშრომლებიც იძულებულები იყვნენ 900-ჯერ დაკავშირებოდნენ რუსეთის აერონავიგაციის სამსახურს და მუდმივად ეუწყებინათ პრეზიდენტის რეისის ახალი დრო, ანაც ბოლოს შესაძლოა ეთქვათ, რომ სააკაშვილმა ფრენა გადაიფიქრა, ხვალ შემოგეხმიანებით. ამის გამო საკონსულოს საწყალი თანამშრომლები გაწამდნენ“.

არადა, სწორედ ამ იმპულსური ხასიათით, უცნაური სიცილით, არანორმალური გაცხარებით, ჯინსებით და ჯინსებიდან ამოჩაჩული პერანგით მოაწონა თავის დროზე ხალხს თავი. ადამიანები თვლიდნენ, რომ იგი იყო უშუალო „ჩვენი ბიჭი“, თუმცა როგორ დაიწყო ამ „ჩვენმა ბიჭმა“, როგორ გააგრძელა და როგორ დაასრულა ეს უკვე ყველამ კარგად იცის, თუმცა ის, თუ როგორ დაიწყო, უფრო სწორად 2003 წლის წინასაარჩევნო კამპანია დღეს უკვე დავიწყებას არის მიცემული, მაგრამ ეპიზოდების გახსენება ნამდვილად ღირს.

მაგალითად, ბოლნისში ამტყდარი ჩხუბი, სადაც მოწინააღმდეგეებმა ერთმანეთი არ დაინდეს, გამგებელიც გვარიანად იცემა და გამგებლის მოადგილეებიც თავიანთი უფროს, უმცროს და საშუალო სპეციალისტებითურთ. როგორც საქმეში ჩახედული ადამიანები ამბობენ, ნაციონალებმა მაშინ კარატეს მრავალთაგან ერთ-ერთი ფედერაციის წარმომადგენლები დაიქირავეს, აჩხუბეს, მაგრამ... ფული არ გადაუხადეს, ანუ, როგორც იტყვიან - გადააგდეს.

ოქტომბრის ბოლოს ნაციონალებმა ზუგდიდში იჩხუბეს. როგორც თვითმხილველები ყვებიან, მანამდე, თვითმმართველობის არჩევნების წინ, ზუგდიდის ყოფილმა კომენდანტმა, ბადრი ზარანდიამ სააკაშვილი, რომელიც ზუგდიდის ერთ-ერთ რესტორანში მაგიდის ქვეშ იმალებოდა, ცემა და დაემუქრა, რომ ზუგდიდში აღარ ჩაუშვებდა, თუმცა 2003 წელს სააკაშვილს ზარანდიასი აღარ ეშინოდა. ზარანდია მანამდე ჩაცხრილეს. საქმე დღემდე გაუხსნელია.

ტრაგიკომიკური დეტალი: იმ დღეს, ნაციონალების მიტინგის დროს, სააკაშვილის მომხრეებმა შენიშნეს ავტომობილი, რომელიც ადრე ზარანდიას ეკუთვნოდა. შენიშნეს და... ავტომობილზე იძიეს შური.

23 ნოემბერს კი სააკაშვილის მომხრეები მართლა მაგრად იცემნენ, ოღონდ ეს ბათუმში მოხდა. სანამ აბაშიძის მომხრეები კობა დავითაშვილს, გივი თარგამაძეს და დავით ბერძენიშვილს უსწორდებოდნენ, სააკაშვილი კაფეში იჯდა, აჭარულ ხაჭაპურს ეექცეოდა და ალბათ იმაზე ფიქრობდა, როგორ გამოიყენებდა საკუთარი მომხრეების ცემას პიარისთვის და თუ პიარს სერიოზული ეფექტი ექნებოდა, კიდევ სად, რომელ რეგიონში და ვისი ხელით გაილახებოდნენ მისი „ძმადნაფიცები“.

(გაგრძელება იქნება)