დახურული შეხვედრა

დახურული შეხვედრა "ოცნებაში"

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი მმართველ პარტიაში იმყოფება. ის „ქართული ოცნების" ოფისში ცოტა ხნის წინ მივიდა.

უცნობია მიმინოშვილის ვიზიტის მიზეზი, რადგან მას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

მიმინოშვილი არ პასუხობს კითხვას, უკავშირდება თუ არა მისი მისვლა მმართველი პარტიის ოფისში განათლების რეფორმას და ზოგადი უნარების გამოცდების შესაძლო გაუქმებას.