"ფრიდომ ჰაუსის" ევროპისა და ევრაზიის პროგრამების დირექტორი მარკ ბერენტი ამბობს, რო საქართველო არის ორი ადამიანის - ბიძინა ივანიშვილის და მიხეილ სააკაშვილის ხაფანგში, ეს ხელს უშლის პოლიტიკის განვითარებას უფრო სტაბილური და ნორმალური გზით.
„ერთ-ერთი უდიდესი პრობლემა ის კი არაა, არის თუ არა ბიძინა ივანიშვილი ჩრდილოვანი/არაფორმალური მმართველი, უმთავრესი საკითხი ისაა, რომ საქართველომ ჯერ კიდევ ვერ გადალახა პოლიტიკის ის აღქმა, რომელიც „ქართული ოცნებისა“ და „ნაციონალური მოძრაობის“ კონკურენციის, ბიძინასა და მიშას ირგვლივ ტრიალებს. ქვეყანაში მხოლოდ ეს ორი ადამიანი არაა. მხოლოდ ამ ორ ადამიანს არ აქვს იდეები და წარმოდგენა იმაზე, თუ როგორ უნდა წარიმართოს მოვლენები. ქართული პოლიტიკა ამ ორი პიროვნების მიღმაც უნდა განვითარდეს.
მართლა მგონია, რომ საქართველო არის ამ ორი ადამიანის ხაფანგში, ეს ხელს უშლის პოლიტიკის განვითარებას უფრო სტაბილური და ნორმალური გზით. არსად არის რეალურად იდოლოგიური დისკუსიები, გარდა ფიგურალური შეფასებებისა: პრორუსული თუ პროდასავლური, რაც ვფიქრობ, ასევე არაა მართებული. რადგან ძირითადად, საქართველო არის პროდასავლური, ევროატლანტიკური სტრატეგიის ერთგული და ეს არ არის ის, რისი შესუსტებაც რეალურად ვინმეს სურს“, - განაცხადა მარკ ბერენტიმ.