"გვარამიას, კვესიტაძეს და რამდენიმე ათეულ რ2-ელს აქვს ნანახი ეს ვიდეო"

ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე საკუთარ მოსაზრებას აქვეყნებს, რომელიც პირადი ცხოვრების მასალებს ეხება.

"ერთი ძაალიან გულუბრყვილო შეკითხვა რომ დავუსვა სამართალდამცველებს, ხომ არ დამცინებთ? გვარამიამ იმ კადრებიდან ამოჭრილი აიფონის ფოტო რომ აჩვენა, ე.ი. ის ვიდეომასალა ჰქონდა ნანახი როგორც მას, ისე კვესიტაძეს და მინიმუმ რამდენიმე ათეულ რ2–ელს.

რატომ არ მიუსვეს იმ 16 არსებას გვერდით ზემოთ ნახსენები ტიპები და რატომ არ ახდენენ ჩხრეკას იმ კადრების პოვნა–ამოღებასთან დაკავშირებით? ახლა არ მითხრათ, გვარამიამ როგორც კი თვალი მოჰკრა უხერხულ ვიდეოს, მაშინვე თვალებზე ხელი აიფარა, 70 მეტანია შეასრულა და ის კომპიუტერები დაამსხვრიაო", – წერს გია გაბრიჭიძე.