კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა პირადი ცხოვრების მასალებთან დაკავშირებით ბრალდებას უყენებს გიგი უგულავას და გიგა ბოკერიას. მისი თქმით, ის დარწმუნებულია, რომ რამდენიმე დღის წინ გავრცელებული მასალების ასლები ასევე ექნებათ გიგი უგულავას და გიგა ბოკერიას.
"ეს კადრები აქვს ხელში ყველას, იგივე ამ ხაზინის ქურდ უგულავას, დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, ასევე აქვს ბოკერიას და სხვა უამრავ ადამიანს", – განაცხადა გოგა ხაინდრავამ გადაცემაში "360 გრადუსი".