“ნუ ეშინია პრემიერს ბიძინა ივანიშვილის, გადავიდეს ავლაბრის სასახლეში”- რომან გოცირიძე

“ნუ ეშინია პრემიერს ბიძინა ივანიშვილის, გადავიდეს ავლაბრის სასახლეში”- რომან გოცირიძე

დეპუტატი რომან გოცირიძე ავლაბრის რეზიდენციაში ქართული კულტურის ეროვნული მუზეუმის შესაძლო განთავსების საკითხს ეხმაურება.

დეპუტატის შეფასებით, „ათონელის სასახლე კანცელარიის გამოთავისუფლებისთვის შენდებოდა, ახლა კი გვაქვს ათონელიც, ავლაბარში მდებარე სასახლესაც ბიუჯეტი შეინახავს და კანცელარიაც თავის ადგილზეა, ეს ყველაფერი კი ერთი ადამიანის ხუშტურების გამო კეთდება“.

“გვქონდა ერთი რეზიდენცია, ახლა გვაქვს ორი, ორმაგი ხარჯების გაწევა ხდება. ეს რეზიდენცია არის შექმნილი სპეციალურად სახელმწიფოს უმაღლესი თანამდებობის პირისათვის , მას აქვს სამხედრო კომპონენტები, იქ არის მიწისქვეშა გვირაბები და უამრავი სხვა ელემენტი, რაც აუცილებელია სახელმწიფო ფუნქციის შესასრულებლად. სასაცილოა, იქ რომ რაღაცა კულტურის ცენტრი განთავსდეს. ნუ ეშინია პრემიერს ბიძინა ივანიშვილის, კეთილი ინებოს და გადავიდეს ავლაბრის სასახლეში. ეს არის ქვეყნის მეთაურისთვის განკუთვნილი შენობა-ნაგებობა. ნუ ვხარჯავთ დამატებით ფულს. როდესაც ათონელის რეზიდენცია შენდებოდა, იქ კანცელარია უნდა გადასულიყო. კანცელარიის შენობა კი უნდა გაყიდულიყო და უზარმაზარი ბაღი უნდა გახსნილიყო და მოხმარებოდა ხალხს. ათონელის სასახლე კანცელარიის გამოთავისუფლებისთვის შენდებოდა. ახლა გვაქვს ათონელიც, ავლაბრის სასახლესაც ბიუჯეტი შეინახავს და კანცელარიაც თავის ადგილზეა და ეს ყველაფერი ერთი ადამიანის ხუშტურების გამო კეთდება”, – განაცხადა გოცირიძემ.