საქართველოში რაც ხდება, მემკვიდრეობაა იმ 80 ათასი ფაილის, რომელიც იწერებოდა და არქივდებოდა ყოფილი ხელისუფლების პირობებში

საქართველოში რაც ხდება, მემკვიდრეობაა იმ 80 ათასი ფაილის, რომელიც იწერებოდა და არქივდებოდა ყოფილი ხელისუფლების პირობებში

საქართველოში რაც ხდება, წარსულის ძალიან მძიმე მემკვიდრეობაა, მემკვიდრეობა იმ 80 ათასი ფაილის, რომელიც იწერებოდა და არქივდებოდა ყოფილი ხელისუფლების პირობებში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ირმა ინაშვილმა ფარული ჩანაწერების გავრცელებასთან დაკავშირებით განაცხადა.

„ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ იმაზე, რომ დღეს კვლავ დაუცველია ჩვენი საზოგადოება. ვფიქრობ, ამ კუთხით კანონმდებლობა აუცილებლად გასამკაცრებელია, რათა დამკვეთი დაისაჯოს განსაკუთრებულად, ვინც არის ორგანიზებული ჯგუფის შემქმნელი და ორგანიზებას უწევს ფარული კადრების გავრცელებას“, – განაცხადა ირმა ინაშვილმა.