ვიდეო არ მინახავს და არ მაქვს სურვილი, ინტერესი – ყველამ უნდა ვიბრძოლოთ, რომ ასეთი ჩანაწერებით ადამიანების შანტაჟი არ ხდებოდეს

ვიდეო არ მინახავს და არ მაქვს სურვილი, ინტერესი – ყველამ უნდა ვიბრძოლოთ, რომ ასეთი ჩანაწერებით ადამიანების შანტაჟი არ ხდებოდეს

ყველა იმ პირმა, ვისაც დანაშაული მიუძღვის, პასუხი უნდა აგოს, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ფარული ჩანაწერების გავრცელებასთან დაკავშირებით განაცხადა.

„მე არ მინახავს ეს ვიდეო, არ მაქვს ამ ვიდეოს ნახვის არც სურვილი, არც ინტერესი. ასეთი ვიდეოების გავრცელება კატეგორიულად ჩემთვის მიუღებელია. კატეგორიულად მიუღებელია ის, რაც წლების განმავლობაში ხდებოდა. როგორ აშანტაჟებდნენ ადამიანებს უამრავი ათი ათასობით ფარული ჩანაწერია გაკეთებული წინა ხელისუფლების დროს, რაც ძალიან ცუდი და მძიმეა. ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვებრძოლოთ გავრცელებას, რომ ასეთი ფარული ჩანაწერებით ადამიანების შანტაჟი არ ხდებოდეს. ეს არის ძალიან მძიმე და კატეგორიულად მიუღებელი”, – განაცხადა კახა კალაძემ.