“კადრი, რაც ნიკა გვარამიამ ეთერში აჩვენა, არ ეხება იმ უკანონო ჩანაწერს, რომელიც ჩემთან დაკავშირებით გავრცელდა”

“კადრი, რაც ნიკა გვარამიამ ეთერში აჩვენა, არ ეხება იმ უკანონო ჩანაწერს, რომელიც ჩემთან დაკავშირებით გავრცელდა”

“ის კადრი, რაც ნიკა გვარამიამ აჩვენა ეთერში არ ეხება იმ უკანონო ჩანაწერს, რომელიც ჩემთან დაკავშირებით გავრცელდა, ეს სხვა ვიდეომასალიდან აღებული კადრია. ალბათ თვითონვე გაასწორებენ ამ შეცდომას, მეც მივწერე ამის თაობაზე ერთ- ერთ ჟურნალისტს, რომ ეს არ ეხება იმ უკანონო ჩანაწერს, რომელიც გავრცელდა ჩემთან დაკავშირებით.

ეს კადრი სართოდ არ მეხება მე, სხვა ადამიანს ეხება“, –  ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ეკა ბესელია ტელეკომპანია “პირველის” გადაცემაში “დღის ამბები განაცხადა.

გუშინ, პირადი ცხოვრების ამსახველი ერთ-ერთი ვიდეოდან გადაცემაში „კვირის აქცენტები“ ნიკა გვარამიამ ყურადღება ერთ კონკრეტულ კადრზე გაამახვილა. გვარამიას მტკიცებით, ჩანაწერის გაკეთება 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებამდე და ხელისუფლების შეცვლამდე ვერ მოხდებოდა, რადგან კადრში ჩანს მობილური ტელეფონი “iPhone 5”, რომლის პრეზენტაცია კალიფორნიაში 2012 წლის 12 სექტემბერს შედგა, გაყიდვაში კი მხოლოდ 21 სექტემბრიდან გამოვიდა, ისიც შეერთებული შტატების ბაზარზე და არა საქართველოში.