“მხდალი კაცის სახე აქვს… სილაჩრეა და მეტი არაფერი…”

“მხდალი კაცის სახე აქვს… სილაჩრეა და მეტი არაფერი…”

ბოლო დღეების განმავლობაში დეპუტატ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსხველი კადრები გავრცელდა. თავდაპირველად მომხარებლები ჩანაწერს ერთმანეთს პირად შეტყობინებებში უგზავნიდნენ, ხოლო შემდეგ ერთ-ერთი მომხმარებლის პირად გვერდზე საჯაროდა აიტვირთა.

დანაშაულებრივ ქმედებას სამოქალაქო აქტივისტი ბექა წიქარიშვილი “ფეისბუქის” გვერდზე ეხმაურება:

“თუ სადმეს სუსტ სქესზეა საუბარი და მასში ქალი მოიაზრება, ეს იქვე გულისხმებს უსუსტესი სქესის არსებობასაც, რომელიც საკუთარ პრივილეგიას ჩაგვრაზე, შანტაჟზე და სხვა ბინძურ მეთოდებზე აგებს. დღევანდელ პოლიტიკურ სისტემას ამგვარი ამორალური, მხდალი კაცის სახე აქვს. რასაც ის ქალ პოლიტიკოსებს უკეთებს სილაჩრეა და მეტი არაფერი”, – წერს ბექა წიქარიშვილი.

პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის გავრცელების საქმეზე დაკავებული 17 პირიდან სამს — პატიმრობა, 14-ს კი გირაო შეეფარდა. საქმე ეხება 28 და 31 იანვარს ინტერნეტით გავრცელებულ ქართული ოცნების ლიდერის, ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველ კადრებს.

ამ საქმეზე აღკვეთის ღონისძიებაზე მსჯელობა ორ ნაწილად გაიმართა. პროკურატურა 13 მათგანის მიმართ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობას ითხოვდა, ოთხის მიმართ კი გირაოს.

28 და 31 იანვარს ინტერნეტში ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები გავრცელდა. ვიდეოჩანაწერის შენახვისა და გავრცელების ბრალდებით 16 პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მოგვიანებით კიდევ ერთი პირი დააკავეს, რომელმაც ვიდეოჩანაწერი YouTube-ზე ატვირთა.