საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის შესახებ ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია სოციალურ ქსელში წერს:
“მიშა ბატიაშვილი იყო ილიაუნის ბიზნეს სკოლის დეკანი, სადაც წლების განმავლობაში ვმუშაობდი და მე ვიტყოდი, რომ ეს იყო ჩემთვის ერთ-ერთი ოქროს ხანა, რადგანაც ლექტორებისათვის თუ სტუდენტებისათვის შემოქმედებითი სივრცე და სასწავლო შედეგზე ორიენტირება იყო უპირატესი, ვიდრე ფორმალობები, სადაც პოზიტივზე და სტიმულირებაზე მეტი აქცენტი იყო, ვიდრე ნეგატივზე და სიმკაცრეზე და შედეგებიც შესაბამისი იყო.
მე საკმაოდ იმედიანად ვარ განწყობილი მისი მცდელობების მიმართ. ვერ ვიტყვი, ჯამში რამდენად შეძლებს ამ მონსტრად ქცეული განათლების სამინისტროს და სისტემის შეცვლას, თუმცა ამ ეტაპზე, მინიმუმ იმედის საფუძველი ნამდვილად მაქვს”, – წერს გამზარდია “ფეისბუქზე”.