ტრამპმა 2001 წელს ავღანეთში ჯარების შეყვანის მართებულობაში ეჭვი შეიტანა

ტრამპმა 2001 წელს ავღანეთში ჯარების შეყვანის მართებულობაში ეჭვი შეიტანა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ 2001 წელს ავღანეთში შესვლა „საეჭვო გადაწყვეტილება იყო“. ამის შესახებ მან CBS-სთან ინტერვიუს დროს ილაპარაკა.

მოძრაობა „თალიბანზე“ საუბრის დროს, ტრამპმა თქვა, რომ „საერთოდ საჭირო იყო თუ არა ავღანეთში შესვლა, ეს ცალკე საკითხია“. ჟურნალისტმა პრეზიდენტს შეახსენა, რომ ეს გადაწყვეტილება 2001 წელს მომხდარი ტერორისტული თავდასხმების გამო მიიღეს, რომელსაც თითქმის 3 ათასი ადამიანი შეეწირა.

„ჩვენი ჯარი იქ უკვე თითქმის 19 წელია. ჩვენ კარგად ვიბრძვით. ვფიქრობ, რომ ჯარისკაცები დაიღალნენ. უნდა შევწყვიტოთ უსასრულო ომები და დავაბრუნოთ ბიჭები სახლში“, - აღნიშნა ამერიკელმა ლიდერმა.

გასული წლის 15 აგვისტოს, ავღანეთში მოქმედმა რადიკალურმა დაჯგუფება „თალიბანმა“ აშშ-ის პრეზიდენტს ღია წერილი გაუგზავნა, რომელშიც ტრამპს ავღანეთიდან ჯარის გაყვანისკენ მოუწოდებს. წერილში „თალიბანი“ ავღანეთში დისლოცირებულ კოალიციურ ძალებს ოკუპანტებად მოიხსენიებს და ქვეყანაში არსებულ ძალადობას სწორედ ამ ძალებს აბრალებს.