ნავები კვერცხის გულით

ნავები კვერცხის გულით

მომზადების დრო: 30 წუთი

ულუფა: 4

ინგრედიენტები

ხორცის ფარში - 300 გ

ხახვი - 1 თავი

კარტოფილი - 1 პატარა

გახეხილი ყველი - 2 ს/კ

მწვანე წიწაკა - დანაყილი

მარილი და პილპილი

ძირა

კვერცხის გული - 4 ცალი

კიტრის მწნილი

ზეთისხილი

მომზადების წესები

ფარშში ავურიოთ 1,5 ს.კ. გახეხილი ყველი, სანელებლები, დანაყილი წიწაკა და გახეხილი კარტოფილი.

მასისგან გავაკეთოთ 4 ცალი მოგრძო ფორმის კატლეტი, შუაში ჩაღრმავება გავუკეთოთ, დავდოთ ცხიმწასმულ თუნუქის ფურცელზე და შევდგათ 220 გრადუსზე გახურებულ ღუმელში.

როცა ხორცი მომზადდება, ზედ დავადოთ კვერცხის გულები და შევაბრუნოთ ღუმელში, სანამ კვერცხის გული ოდნავ შეშრება, შემდეგ გადავიტანოთ თეფშზე, მოვაყაროთ დარჩენილი ყველი და მწნილსა და ზეთისხილთან ერთად მივირთვათ.