Balmain-მა ჯენეტ ჯექსონის 1993 წელს გადაღებული ლეგენდარული კადრი გაიმეორა

Balmain-მა ჯენეტ ჯექსონის 1993 წელს გადაღებული ლეგენდარული კადრი გაიმეორა

Balmain-ისთვის ჯენეტ ჯექსონის 1993 წლის ლეგენდარული კადრი გაიმეორეს. ფოტოსესიაში კარა დელევინმა და ოლივიე რუსტენმა მიიღეს მონაწილეობა.

ფოტო ბრენდის ახალი სარეკლამო კამპანიის ნაწილია, რომელიც სხვა პროვოკაციულ კადრებსაც აერთიანებს.

ორიგინალ სურათზე, წელს ზევით შიშველ ჯექსონს მისი მაშინდელი ბოიფრენდი, რენე ელიზონდო ხელებით მკერდს უფარავს, თუმცა კაცი კადრში თავად არ ჩანს.