რა სიურპრიზი მოუწყო მეგან მარკლმა ვიქტორია ბექჰემს?

რა სიურპრიზი მოუწყო მეგან მარკლმა ვიქტორია ბექჰემს?

გასულ წელს, ონლაინმედიაში ხშირად იწერებოდა იმ ფაქტის შესახებ, რომ მეგან მარკლსა და ვიქტორია ბექჰემს შორის ურთიერთობა ჰერცოგინიის ერთ-ერთი ინტერვიუს შემდეგ დაიძაბა, რომელშიც ამბობდა, რომ ვიქტორიას დიზაინით შექმნილ სამოსს არასდროს მოირგებდა.

თუმცა ჰერცოგინიამ ამას საკმაოდ ობიექტური განმარტებაც მისცა, „ნელ-ნელა ვაცნობიერებ, რომ თუ სამოსი საკიდზე არაჩვეულებრივად გამოიყურება, ეს ნამდვილად არ ნიშნავს რომ ის ჩემთვისააა შექმნილი, მაგალითად, ძალიან მიყვარს ვიქტორია ბექჰემის კაბები, მაგრამ მე არ მაქვს მსგავსი მოყვანილობის წელი, რომელიც მათი მორგებისთვისაა აუცილებელი“ - აღნიშნა მეგანმა Glamour-თან ინტერვიუში.

თუმცა მარკლმა დიზაინერისთვის ერთგვარი დადებითი მესიჯის გაგზავნა შობის დღესასწაულზე გადაწყვიტა და VICTORIA-ს ბრენდის მაღალყელიანი ჩექმით გამოჩნდა.

გავრცელდა ჭორებიც იმის შესახებ, რომ მეგანმა ვიქტორიას მიერ პირადად მისთვის გაზგავნილი სამოსიც არ მოირგო, რის გამოც ყველა დარწმუნებული იყო მათ შორის არსებულ კონფლიქტში.

როგორც რამდენიმე დღის წინ, თავად ვიქტორიამ განაცხადა მას წარმოდგენაც არ ჰქონდა, თუ მეგანი მის დიზაინს ამ ფორმით მაინც მოირგებდა და ამ ფაქტმა ის ძალიან გაახარა.

ვიქტორიას ბრენდის ფეხსაცმელი კი, რომელმაც უხერხულობას ბოლო მოუღო ოფიციალურ საიტზე  125000 ფუნტადაა შეფასებული.