უკრაინაში პრეზიდენტობის კანდიდატს ბრილიანტის მწვანე შეასხეს

უკრაინაში პრეზიდენტობის კანდიდატს ბრილიანტის მწვანე შეასხეს

უკრაინაში პრეზიდენტობის ოპოზიციონერ კანდიდატს, ალექსანდრ ვილკულს სახეში ე.წ. ბრილიანტის მწვანე შეასხეს. ამის შესახებ მან თავად გაავრცელა ინფორმაცია Facebook-ზე.

ინციდენტი კულტურის სახლის მახლობლად მოხდა, სადაც კანდიდატი ამომრჩეველს უნდა შეხვედროდა. ვილკულმა თვალის რქოვანას დამწვრობა მიიღო.

პოლიციამ მომხდარის გამო 33 წლის კაცი დააკავა, პოლიტიკოსმა კი ხელისუფლება დაადანაშაულა, რომელმაც, მისი თქმით რადიკალებს ასეთი თავდასხმების ორგანიზება დაუკვეთა.

ალექსანდრ ვილკული ერთ-ერთია იმ 28 კანდიდატს შორის, რომლებიც უკვე დარეგისტრირდნენ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში.

უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები 31 მარტს გაიმართება.