მოკლე და საშუალო მანძილის რაკეტების შესახებ შეთანხმებიდან რუსეთიც გავიდა

მოკლე და საშუალო მანძილის რაკეტების შესახებ შეთანხმებიდან რუსეთიც გავიდა

რუსეთი წყვეტს მონაწილეობას მოკლე და საშუალო მანძილის რაკეტების შესახებ შეთანხმებაში. ეს არის სარკისებური პასუხი აშშ-ის გადაწყვეტილებაზე. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

აშშ-ის ხელისუფლებამ მოკლე და საშუალო მანძილის რაკეტების შესახებ შეთანხმებიდან გასვლის თაობაზე გუშინ განაცხადა.

ხელშეკრულება, რომელიც აშშ-სა და საბჭოთა კავშირს შორის 1987 წელს გაფორმდა, საშუალო და მოკლე მანძილის რაკეტების კონტროლს მოიცავდა.