იტალია ხუან გუაიდოს ლეგიტიმურობას არ აღიარებს

იტალია ხუან გუაიდოს ლეგიტიმურობას არ აღიარებს

იტალია ხუან გუაიდოდ ვენესუელის დროებით პრეზიდენტად არ აღიარებს. ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მანლიო დი სტეფანომ განაცხადა.

მისი განმარტებით, ვენესუელის შიდა საქმეებში უცხო ქვეყნების ჩარევა „ლიბიის სცენარის“ განმეორება იქნება, რაც დაუშვებელია.

მანამდე ხუან გუაიდოს ვენესუელის პრეზიდენად ევროპარლამენტმა აღიარა.

23 იანვარს ოპოზიციის ლიდერმა, ხუან გუაიდომ საკუთარი თავი ვენესუელის პრეზიდენტად გამოაცხადა, თუმცა ე.წ. პრეზიდენტი ნიკოლას მადურო პოსტის დატოვებას არ აპირებს.

გუაიდოს ლეგიტიმურობა მსოფლიოს 20-ზე მეტმა ქვეყანამ, მათ შორის, საქართველომაც აღიარა.