ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებამ მოსახლეობას განავლის ჩაბარება დაავალა

ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებამ მოსახლეობას განავლის ჩაბარება დაავალა

ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებამ სოფლის მეურნეობის სექტორის მხარდასაჭერად, ქვეყნის ყველა შრომისუნარიან მოქალაქეს დღეში 100 კგ განავლის ჩაბარება დაავალა. ინფორმაციას ამის შესახებ rfa.org-ი ავრცელებს.

კიმ ჩენ ინმა თავის საახალწლო მიმართვაში განაცხადა, რომ სოფლის მეურნეობა ქვეყნის ეკონომიკის წამყვანი სფერო უნდა გახდეს.

სახელმწიფო ორგანოები მოსახლეობისგან ითხოვენ, რომ თითოეულმა ადამიანმა თვეში 3 ტონა განავალი ჩააბაროს.

როგორც rfa.org-ს წყარო აცხადებს, ადამიანები დაწესებული კვოტის შევსების გზებს ეძებენ, რადგან შეუძლებელია ერთმა ადამიანმა თვეში 3 ტონამდე საკუთარი ფეკალია მოაგროვოს. ვინც კვოტას ადამიანის განავლით ვერ შეავსებს, შეუძლია 300 კილოგრამამდე კომპოსტი ან საქონლის განავალი ჩააბარონ. იმის გამო, რომ მოთხოვნის შესრულება თითქმის შეუძლებელია მოსახლეობის უმეტესობა ფულს იხდის.

სხვა პროდუქტებთან ერთად სასუქის დეფიციტს ჩრდილოეთ კორეისათვის დაწესებული სანქციები განაპირობებს.