გერმანიაში ადოლფ ჰიტლერის დროს შემოღებულ კანონს შეცვლიან

გერმანიაში ადოლფ ჰიტლერის დროს შემოღებულ კანონს შეცვლიან

გერმანიის ხელისუფლება უახლოეს კვირებში სისხლის სამართლის 219 (ა) მუხლში ცვლილებას შეიტანს.

ამ მუხლის მიხედვით, გერმანიაში აკრძალულია აბორტის რეკლამა. დღევანდელი ფორმა 1933 წლის ივნისში მიიღეს, მას შემდეგ, რაც ხელისუფლების სათავეში ადოლფ ჰიტლერი მოვიდა. 2017 წელს, მაშინდელმა იუსტიციის მინისტრმა ჰაიკო მაასმა განაცხადა, რომ კანონი „ნაცისტური დროის რელიკვიაა“.

თუ კანონპროექტს მიიღებენ, საავადმყოფოებში მომუშავე ექიმები, რომლებიც აბორტებს აკეთებენ, შეძლებენ ამის შესახებ ხმამაღლა ილაპარაკონ და გაავრცელონ ონლაინ-სივრცეშიც. გარდა ამისა, გერმანიის სამედიცინო ასოციაციამ, უნდა გამოაქვეყნოს დაწესებულების სია, რომლებიც აკეთებენ აბორტებს. ზღვრული ასაკი, რომლის დროსაც სახელმწიფო აფინანსებს ოპერაციას, 20-დან 22 წლამდეა.