აშშ-ში ანომალიური ყინვის გამო დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა

აშშ-ში ანომალიური ყინვის გამო დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა

ამერიკის შეერთებულ შტატებში უამინდობისა და ანომალიური ყინვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 12-მდე გაიზარდა. მანამდე ადგილობრივი სამაშველო სამსახურები 7 გარდაცვლილის შესახებ ავრცელებდნენ ინფორმაციას. ამის შესახებ Reuters-ი წერს.

პოლარული ციკლონი აშშ-ის ცენტრალურ და დასავლეთ რაიონებს დაატყდა. ჰაერის ტემპერატურის რეკორდული ვარდნისა და დიდთოვლობას გამო რამდენიმე შტატში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

ჩიკაგოში ტემპერატურა -28 გრადუსამდე დაეცა. ქალაქსა და მის შემოგარენში დაიხურა სკოლები. არ ფუნქციონირებს სახელმწიფო დაწესებულებები. ქარბუქის გამო ათასობით ავიარეისი გადაიდო.

სინოპტიკოსები უახლოეს დღებში ტემპერატურის დაცემას მინუს 53 გრადუსამდე ვარაუდობენ.