რამდენი წინასაარჩევნო დაპირება შეასრულა ტრამპმა. სტატისტიკა

რამდენი წინასაარჩევნო დაპირება შეასრულა ტრამპმა. სტატისტიკა

დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პირველი ორი წელი მდიდარი იყო მოვლენებით, მაგრამ რას ასახავს მისი ადმინისტრაციის სტატისტიკა?

1) დონალდ ტრამპისთვის, რომელსაც პოსტის დაკავების დროს პოპულარობის დაბალი რეიტინგი ჰქონდა, სიტუაცია განსაკუთრებით არ შეცვლილა. ის ვინც მის წინააღმდეგ მისცა ხმა 2016 წელს, მის მოწინააღმდეგე დარჩა.

სააგენტო Gallup-ის რეიტინგის მიხედვით, ტრამპი მოსახლეობის 37%-ს მოსწონს. ექპრეზიდენტი ბარაკ ობამა 50%-ს მოსწონდა. უმცროსი ჯორჯ ბუში 58%-ს, ხოლო ბილ კლინტონი 54%-ს.

საინტერესოა, რომ ერთადერთი პრეზიდენტი, რომლის რეიტინგი პირველი ვადის შუა წლებში ისეთივე აღმოჩნდა, როგორიც ტრამპს აქვს, იყო რონალდ რეიგანი, რომლის რეიტინგი 1983 წელს 37% იყო. დროსთან ერთად, მისი რეიტინგი იზრდებოდა და მან მოახერხა, რომ პრეზიდენტობისთვის მეორე ვადით ებრძოლა.

2) ტრამპის კრიტიკოსები მას მუდმივად ადანაშაულებენ იმაში, რომ მის ადმინისტრაციაში ქაოსია და ის პარალიზებულია შიდა კონფლიქტებით. ამ ორი წლის განმავლობაში ადმინისტრაცია მართლაც ბევრმა თანამშრომელმა დატოვა - ზოგი თავისი ნებით წავიდა, ზოგიც გაათავისუფლეს.

ბრუკინგსის ინსტიტუტიც მონაცემებით, თეთრი სახლიდან ბოლო 2 წლის განმავლობაში 65% პოსტი გათავისუფლდა. ეს მის წინამორბედებთან შედარებით დიდი ციფრია.

3) თეთრი სახლის არა სტაბილურობა განსაკუთრებით ვლინდება შეფასებების დროს, რამდენად შეძლო პრეზიდენტმა ტრამპმა წინასაარჩევნო დაპირებების შესრულება. მაშინ როდესაც, ტრამპს კონგრესში მყოფ პოლიტიკურ ჯგუფებთან მოლაპარაკებების წარმოების დროს, იშვითად შეძლებია წარმატების მიღწევა, მიუხედავად იმისა, რომ ორივე პალატაში რესპუბლიკელები უმრავლესობა არიან.

მაგალითად, ჯანდაცვის სფეროში, პრეზიდენტმა ვერ შეძლო ობამას მიერ შემოღებული კანონის გაუქმება ე.წ. obamacare-ის, რომელმაც მანამდე 20 მილიონ ამერიკელს დაეხმარა მიეღო სამედიცინო მომსახურება, მიუხედავად იმისა, რომ სამედიცინო დაზღვევა არ ჰქონდათ.

საკანონმდებლო ინიციატივებს შორის ტრამპის მთავარი წარმატება საგადასახადო რეფორმაა, რომლის დროსაც შემცირდა კორპორატიული საგადასახადო განაკვეთი 35% -დან 21%-მდე. მიუხედავად ამისა, რესპუბლიკელები შუალედური არჩევნების დროს დემოკრატებთან დამარცხდნენ.

ტრამპის კიდევ ერთი წარმატება უზენაესი სასამართლოს ორი წევრის დანიშვნა გახდა, მათ შორისაა ბრეტ კავანო, რომელსაც კონგრესის წინაშე ძალადობის ბრალდებით მოუწია ჩვენების მიცემა.

წინასაარჩევნო დანაპირებიდან ტრამპმა ასევე შეასრულა ისრაელში თელ-ავივიდან იერუსალიმში ამერიკის საელჩოს გადატანა. ასევე მან ერთპიროვნულად მიიღო პარიზის კლიმატის ხელშეკრულებიდან გასვლის გადაწყვეტილება და ასევე ავღანეთსა და სირიაში ამერიკული ჯარების შემცირება.

მთლიანობაში დამოუკიდებელი სააგენტო Politifact-ის ცნობით პრეზიდენტმა ტრამპმა დანაპირების მხოლოდ მცირე ნაწილი შეასრულა. მისი რეალიზაციის საშუალებაში ტრამპს  ძირითადად მისი ოპონენტები ეწინააღმდეგებოდნენ ან თვითონ ამერიკელი ლიდერი ამბობდა უარს თავისივე ინიციატივაზე.