დიდ ბრიტანეთში პარლამენტარი გაასამართლეს

დიდ ბრიტანეთში პარლამენტარი გაასამართლეს

ბოლო 30 წლის განმავლობაში პირველად, დიდ ბრიტანეთში პარლამენტარი გაასამართლეს. ამის შესახებ BBC წერს.

სასამართლომ ფიონა ონასანიას 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მიზეზი 2017 წელს მომხდარი ინციდენტი გახდა. დეპუტატი ავტომანქანას გადაჭარბებული სიჩქარით მართავდა.

ბრალი მან თავიდანვე უარყო და განაცხადა, რომ საჭესთან სხვა ადამიანი იჯდა, თუმცა ბრალდების მხარემ იმის მტკიცებულება წარმოადგინა, რომ საჭეს დეპუტატი ნამდვილად მართავდა და სიჩქარის გადაჭარბების მომენტში ტელეფონით ტექსტურ შეტყობინებებსაც აგზავნიდა.

ბოლოს გაერთიანებულ სამეფოში პარლამენტის წევრი 1991 წელს გაასამართლეს. ტერი ფილდს ორთვიანი პატიმრობა გადასახადებისგან თავის არიდების გამო მიუსაჯეს.