გაერო: ლიბიიდან იტალიაში მიმავალი ყოველი მე-15 მიგრანტი იღუპება

გაერო: ლიბიიდან იტალიაში მიმავალი ყოველი მე-15 მიგრანტი იღუპება

2018 წელს იმ მიგრანტების რაოდენობა გაიზარდა, რომლებიც ხმელთაშუა ზღვის გადალახვის მცდელობისას იღუპებიან. Deutsche Welle-ს ცნობით, ამის შესახებ ლტოლვილთა საკითხებში გაეროს უმაღლესმა კომისარიატმა განაცხადა.

ამ მხრივ განსაკუთრებით რთული ვითარებაა ლიბიიდან იტალიის ან მალტის მიმართულებით მარშრუტზე. გაეროს მონაცებით, ამ გზაზე ყოველი მე-15 მიგრანტი იღუპება.

2018 წელს ხმელთაშუა ზღვის გავლით ევროკავშირის ქვექყნებში 117 000 თავშესაფრის მაძიებელი ჩავიდა. გასულ წელს სულ მცირე 2275 ადამიანი ზღვაში დაიხრჩო. ჰუმანიტარული ორგზანიზაციები მიიჩნევენ, რომ დაღუპულთა რაოდენობა გაცილებით მეტია.