ფილიპინებზე მეჩეთში აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა

ფილიპინებზე მეჩეთში აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა

ფილიპინებზე მეჩეთში უცნობმა ხელყუმბარა შეაგდო. აფეთქებას ორი ადამიანი ემსხვერპლა, 4 კი დაშავდა. ამის შესახებ Al Jazeera იუწყება.

შემთხვევა ქალაქ ზამბოანგაში მოხდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ რადიკალურ დაჯგუფებას არ აუღია.

27 იანვარს ფილიპინებზე კათოლიკურ ეკლესიათან ორი აფეთქება მოხდა. შედეგად სულ მცირე 19 ადამიანი დაიღუპა, დაშავებულთა რაოდენობა კი 50-ს აღწევს.