ბრაზილიაში კაშხლის გარღვევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 65-მდე გაიზარდა

ბრაზილიაში კაშხლის გარღვევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 65-მდე გაიზარდა

ბრაზილიაში კაშხლის გარღვევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა. ბოლო მონაცემებით, დაღუპულია 65 ადამიანი. ამის შესახებ Globo წერს.

მანამდე ინფორმაცია 58 დაღუპულის შესახებ გავრცელდა. მედიის ცნობით, 279 ადამიანი ამ დრომდე დაკარგულად მიიჩნევა.

კორპორაცია Vale-ს კაშხალი 26 იანვარს გაირღვა.