"როგორ გავართვი თავი, არ ვიცი“ - რას წერს სეზონის დამთავრების შემდეგ ჩცდ-ს ქეთი

სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“ მე-15 სეზონი დასრულდა. სეზონის დამთავრების შემდეგ, ქეთის როლის შემსრულებელმა, სალომე შარვაძემ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ის მთელ შემოქმედებით ჯგუფს მადლობას უხდის:

„სულ მინდოდა ოსკარით ხელში, საოსკარე “სფიჩის” წარმომთქმა. დღეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი, ყველაზე განსაკუთრებული სეზონი დასრულდა ... მსახიობისთვის ასეთი შანსი და ამხელა გამოწვევა ნამდვილი ბედნიერებაა. ამ პროცესით საოცრად ვისიამოვნე. ძალიან დიდი მადლობა სრულიად Formula Creative ის შემოქმედებით ჯგუფს ამ შესაძლებლობისთვის და ხელშეწყობისთვის.

ჩვენს მაყურებლებს .... ამხელა ინტერესისთვის, ყურადღებისთვის, კომპლიმენტებისთვის...

უდიდესი მადლობა "რუსთავი 2"-ს. ქვეყნის მთავარ არხზე რომ ხდება ეს ყველაფერი, ამიტომაც განსაკუთრებით მიმზიდველია ყველასთვის. მიყვარხართ !!! კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას “, - წერს სალომე შარვაძე.