ესპანეთში ტაქსის მძღოლების აქცია გაიმართა

ესპანეთში ტაქსის მძღოლების აქცია გაიმართა

ესპანეთში ტაქსის მძღოლების აქცია გაიმართა. საპროტესტო აქციამ მადრიდის ცენტრალურ უბანში მოძრაობის პარალიზება გამოიწვია. ამის შესახებ ესპანური მედია წერს.

დემონსტრანტებმა ხელისუფლებას კომპანია Uber-ის წინააღმდეგ მოქმედებისკენ მოუწოდეს. ტაქსის მძღოლები ამტკიცებენ, რომ კომპანია რეგულაციებს უგულებელყოფს და უსამართლო კონკურენციას ქმნის.

2018 წლის სექტემბერში ესპანეთის ხელისუფლება Uber-ის ლიცენზიებისთვის შემზღუდველი წესების შემოღებას დასთანხმდა. ამის მიუხედავად, ტაქსის მძღოლები დამატებითი შეზღუდვების დაწესებას და კანონის მიღებას ითხოვენ, რაც მომხმარებელს ტაქსის გამოძახებას 1 საათით ადრე დაავალდებულებს.