პერუში ქორწილის დროს კედელი ჩამოინგრა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა

პერუში ქორწილის დროს კედელი ჩამოინგრა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა

პერუში ქორწილი ტრაგიკულად დასრულდა. შენობაში, სადაც ცერემონია ტარდებოდა, კედელი ჩამოინგრა. ამის შესახებ ინფორმაციას ABC net-ი ავრცელებს.

ინციდენტს, ბოლო მონაცემებით, 15 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულთა რაოდენობა კი 30-ს აღემატება.

4 მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია, რის გამოც მსხვერპლი შესაძლოა გაიზარდოს. კედლის ჩამონგრევის მიზეზი ძლიერი წვიმა გახდა.