"ქართული ემიგრაცია რომ აქ ჩამოვიდეს, სათავეში მერაბ კოსტავასნაირი ლიდერი უნდა ედგას"

"10 თებერვალს ლიეჟში (ბელგია) მე ვუერთდები ქართველთა მსოფლიო კრებას, სადაც მთელი მსოფლიოდან ჩამოვლენ ქართველები. ამ შეკრებაზე ჩვენ ვისაუბრებთ საქართველოს ბედზე, საქართველოს მომავალზე; იმაზე, თუ როგორ გამოვიხსნათ ჩვენი ქვეყანა, დავგეგმავთ სამშობლოში ერთობლივად ჩასვლის თარიღს"- აცხადებს საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და ქართველ ემიგრანტებს მოუწოდებს, რომ გადამწყვეტ მომენტში ყველამ აიღოს ბილეთი საქართველოსკენ და ჩავიდს იქ, რათა ბიძინა ივანიშივლის მმართველობა დასრულდეს.

როგორც "რეზონანსთან" მწერალი და მსახიობი გივი სიხარულიძე აცხადებს, ქართული ემიგრაცია მთლიანად რომ დაიძრას და საქართველოში ჩამოვიდეს პოლიტიკური პროცესებში მონაწილოების მისაღებად, მას სათავეში მერებ კოსტავასნაირი ადამიანი უნდა ედგეს.

"მე ქართულ ემიგრაციას ძალიან კარგად ვიცნობ, პირველი ტარლღა ემიგრაციის მართლაც, რომ ეროვნულები იყვნენ, ზოგმა ისე დაასრულა თავისი ცხოვრება, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეობა არ მიუღია, იმ იმედით იყვნენ, რომ სამშობლოში დაბრუნდებოდნენ.

"თანამედროვე ემიგრაციასაც ძალიან უყვარს თავის სამშობლო, პატრიოტები არიან. უმეტესობას მართლაც სჯერა სააკავშილის, რომ ბევრი რამ გააკეთა სახელმწიფოსთვის.

"მეც ვეთანხმები მათ ამ მოსაზრებაში. ჩემს მსოფლმხედველბაში, სააკაშვილი ნიჭიერი და ენერგიული პოლიტიკოსია, მაგრამ მან ბევრი შეცდომები დაუშვა. თავისი გარემოცვა, რომ არ ყოლოდა, რომელიც ეუბნებოდნენ რომ განუმეორებელი იყო, 50 წელი იქნებოდა ქვეყნის სათავეში, მაგრამ კაცი დაღუპეს.

"პირადად მე სააკაშვილს არ გამოვყვებოდი, რადგან შეცდომები დაუშვა და დღესაც შეცდომებს უშვებს, მისი მოწოდებები ჩავლილ მატარებელს ჰგავს, კაცი, რომ გაეკიდება და ვერ ეწევა.

"სააკაშვილის მთავრობა ჩავლილი მატარებელია. არც დღევანდელ მთავრობას და პარლამენტს არ გავყვები, სულ მწყურვალე რომ ვიყო, წყლის დასალევადაც კი, რადგან ძალიან ბევრ შეცდომებს უშვებენ და ნდობა აღარ მაქვს.

"გაიზიარებს თუ არა ქართველი ემიგრაცია სააკაშვილის ამ მოწოდებას, ვერ გეტყვით, ისე მთელი ემიგრაცია, რომ დაიძრას და საქართველოში პოლიტიკურ პროცესებში ჩაერთოს, მერაბ კოსატავასნაირი ლიდერი უნდა ედგას სათავეში.

"ამიტომ, ვთხოვ ქართულ ემიგრაციას კარგად გააცნობიეროს, აწონ-დაწონოს სიტუაცია და ისე გადადგას ნაბიჯები სასურველი შედეგის მისაღწევად" - განაცხადა "რეზონანსთან" გივი სიხარულიძემ.