საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში 10 მილიარდით დაბრუნებას გეგმავს.
"მე მაქვს მობილიზებული, ჩემი აზრით, 10 მილიარდამდე ამერიკული დოლარი საქართველოში პირდაპირი ინვესტიციებისთვის", - განაცხადა სააკაშვილმა გადაცემა "კვირის აქცენტებში".
"ეს არის ის, რასაც ბიზნესმენები ჩადებენ აუცილებლად, მათ შორის ქართული დიასპორის ბიზნესმენები და არა მხოლოდ. და ეს მოხდება მაშინვე, როგორც კი ივანიშვილის რეჟიმი მოშორდება საქართველოდან,“ - აცხადებს სააკაშვილი.
მისივე თქმით, დღეს ქვეყნის გარეთ უზარმაზარი ადამიანიური რესურსია მობილიზებული და სწორედ ამ ხალხმა უნდა აიღოს ხელში ახალი პროცესის ლიდერობა.
"ამ ხალხმა უნდა აიღოს ხელში ლიდერობა, არის საუკეთესო რესურსზე ლაპარაკი საქართველოს გარეთ და საქართველოს შიგნით. ლიეჟში, ეს არის შეკრება უცხოეთში მყოფი ქართველების და საქართველოში მყოფი ქართველების. ჩვენ, რა თქმა უნდა, უნდა შევცვალოთ რეჟიმი მშვიდობიანი წინააღმდეგობებით,“ - აცხადებს სააკაშვილი.
მისივე თქმით, ის ყოველდღიურად უამრავ ადამიანს ხვდება, რომლებიც პროფესიონალები და საკუთარ ქვეყანაზე შეყვარებულები არიან და სწორედ ემიგრანტები არიან ის ადამიანები, რომლებიც საქართველოში ყოველწლიურად დიდ თანხებს აგზავნიან.
"მე არც ერთ წუთს არ ვკარგავ ფუჭად. ვხვდები სრულიად სხვადასხვა ხალხს, ვხვდები ბიზნესმენებს, ვხვდები ემიგრაციის წარმომადგენლებს. აქ არის საუკეთესო ნაწილი ჩვენი საზოგადოების, მაგრამ ეს არის ტრაგედია, ასევე რაც ხდება. მაგალითად, როდესაც საქართველოს სახმელეთო ჯარების სარდალი, რომლის მომზადებაში, გაწვრთნაში ჩაიდო უამრავი ენერგია, ფული და აქ მუშაობს მტვირთავად, კატასტროფა ხდება ქვეყანაში. როდესაც უმაღლესი კლასის პროფესიონალები, ექიმები, ინჟინრები, ტექნოლოგები აქ არიან ტაქსის მძღოლები და ა.შ. ეს არის ქვეყნისთვის უბედურება,“ - ამბობს სააკაშვილი.
ყოფილი პრეზიდენტი ლიეჟში 10 თებერვალს დაგეგმილი შეხვედრის შესახებ საუბრობს, სადაც ემიგრაციაში მყოფ ხალხთან შეხვედრა გაიმართება. სააკაშვილის თქმით, ისინი ერთად მოძრაობას ქმნიან.
"ჩემი ამოცანა არის, რომ ეს ხალხი დავაორგანიზო. ჩვენ გავაკეთეთ მოძრაობა "ერთად სახლში" და გვაქვს სრულიად ქართველთა მსოფლიო კრება ლიეჟში, ეს არის 10 თებერვალს. ბევრმა ემიგრანტმა ჩადო ფული. ეს ხალხი ყოველწლიურად, მინიმუმ 2 მილიარდ დოლარს აგზავნის საქართველოში", - განაცხადა სააკაშვილმა "კვირის აქცენტებში".
შენი აზრი არავის აინტერესებს, (ილფი და პეტროვი- "12 სკამი") - "სპერვა დენგი, პატომ სტულია (ანუ საქართველოში ემიგრანტების მასობრივი დაბრეუნება)...
მიშშხუილას აზროვნება მოხმარების საზღვრებს სინათლის სიჩქარით შორდება...
დაუჯერეთ, დაუჯერეთ!!!... თქვენც "ღიმილიანი საქართველო"-ს იმედად დაჯერებული მოქალაქეებივით გაღიმებულს გაგისტუმრებთ საკუთარი წარმოდგენების სამყაროში...