“ტიპური მიუნჰაუზენი და აქ მისი გამოკვებილი მონები ამას “მსოფლიო მასშტაბებს” ეძახიან”

“ტიპური მიუნჰაუზენი და აქ მისი გამოკვებილი მონები ამას “მსოფლიო მასშტაბებს” ეძახიან”

ვენესუელაში მიმდინარე პროცესებს საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ტელეკომპანია “რუსთავი 2”- ის გადაცემაში “კვირის აქცეტები” გამოეხმაურა:

“ვენესუელას რეჟიმი არის საქართველოს მტერი, იმიტომ რომ მათ აღიარეს ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების ე. წ დამოუკიდებლობა.

მე არ ვმალავ, შემიძლია გითხრათ, რომ 2011 წლიდან ჩვენ აქტიურად ვეხმარებოდით ვენესუელის ოპოზიციას, სხვადასხვა ფორმით, მათ შორის რჩევებითაც ძალიან აქტიურად და ვიცნობ პრაქტიკულად ოპოზიციის ყველა ლიდერს და მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს, მე თვითონ შეხვედრილი ვარ რამდენიმე მათგანს სხვადასხვა ადგილებში და მინდა ვთქვა, რომ მაშინ საქართველოს ჰქონდა პოლიტიკა.

მე თვითონ რამდენჯრემე ვიყავი ლათინურ ამერიკაში ჩასული, საქართველო იყო თავმოყვარე ქვეყნა, რომელიც ატარებდა მსოფლიო მასშტაბის პოლიტიკას. გია ვაშაძე იყო ჩართული ამაში , ” – განაცხადა სააკაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას TSpress.ge-ს დამფუძნებელი და რედაქტორი ელისო ჯანაშია სოციალურ ქსელში სარკასტული რეპლიკით ეხმაურება:

“ტიპური მიუნჰაუზენია ტიპი და აქ მისი გამოკვებილი მონები ამას “მსოფლიო მასშტაბებს” ეძახიან“, – დაწერა ჯანაშია “ფეისბუქის” პირად გვერდზე.

ცნობისთვის, ვენესუელის პარლამენტის  ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ, ხუან გუაიდომ მოქალაქეებს მოუწოდა, 30 იანვარს, მთელი ქვეყნის მასშტაბით გამართონ ახალი ანტისამთავრობო აქციები. გუაიდომ დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებასაც მიმართა, რათა არ დაუშვან, რომ ნიკოლას მადუროს მთავრობამ ინგლისის ბანკიდან გაიტანოს ვენესუელის ოქროს რეზერვი, რომელიც დაახლოებით 1,3 მილიარდ აშშ დოლარადაა შეფასებული.  როგორც გუაიდო ამტკიცებს, მადუროს რეჟიმი აპირებს ოქრო გაყიდოს, თანხა ვენესუელის ცენტრალურ ბანკში გადარიცხოს და ხალხის პროტესტის ჩასახშობად გამოიყენოს.

ვენესუელის პრეზიდენტად მეორე ვადით არჩეული ნიკოლას მადუროს ინაუგურაცია 10 იანვარს გაიმართა. მადუროს წინააღმდეგ 22 იანვარს დაიწყო მრავალათასიანი საპროტესტო აქციები. ოპოზიციის კონტროლქვეშ მყოფი პარლამენტის თავმჯდომარემ, ხუან გუაიდომ თავი გამოაცხადა ვენესუელის დროებით პრეზიდენტად. ოპოზიცია მადუროს ადანაშაულებს არჩევნების გაყალბებაში, დიქტატურასა და ეკონომიკის დანგრევაში. ვენესუელის ოპოზიციას მხარს უჭერს დასავლეთის და ლათინური ამერიკის არაერთი სახელმწიფო.