თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდასელი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს:
"დილის ხუთი საათია და ამ დღეების სიმძიმე არ მაძინებს. სიკვდილის და დაკრძლვის ტრაგიზმი მუდამ მანადგურებდა, მაგრამ რაც უფრო ასაკში შევდივარ, სულ უფრო მძიმედ განვიცდი. ფიქრებით ისევ ქაშუეთის ეკლესიის წინ, ლევან ჩხაიძესთან გამოსამშვიდობებელ რიგში ვდგავარ. დაკრძალვის რიგი საოცარი ფენომენია. ასეთ დროს, როგორც წესი, მთელი ცხოვრება კადრებად ჩაირბენს ხოლმე. ყველა სისულელე რომელზეც გული გამხეთქია, ღამეები მითენებია დარდით, ყოველი წამი რომელიც ამ სისულელეზე დამიხარჯავს, იმის ნაცვლად რომ ბედნიერი ვყოფილიყავი.
28 იანვარი თენდება. 13 წლის წინ, ალბათ სწორედ ამ დროს, თბილისის მახლობლად სანდრო გირგვლიანი სიკვდილს ებრძოდა. 13 წლის წინ სწორედ ამ დღეს, კიდევ ერთი კარგი ბიჭი ვერ მივიდა სახლში. სულ სხვა მიზეზით, მაგრამ მისი სიცოცლეც უცებ დასრულდა. მისი დედაც შავით შეიმოსა და მასთან გამოსათხოვარ რიგშიც ვიდექი და მაშინაც იმავეს ვფიქრობდი.
მაშინაც ძალიან დანგრეული ვიყავი, სხვა მიზეზით მაგრამ - ძალიან.
და ასე, რიგიდან რიგამდე ისევ ჩავიძირებით ხოლმე ყოველდღიურობის ოკეანეში და ისევ გვავიწყდება რომ ყველაზე მთავარი - ვიცოცხლოთ სანამ შეგვიძლია! ვიცოცხლოთ იმისათვის რომ ვიყოთ ბედნიერი!
ვიცოცხლოთ საკუთრი სიცოცხლით, საკუთრი არჩევანის თავისუფლებით!" - წერს თინა ხიდაშელი.