სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე თურქი მესაზღვრეები ქართველ მესაზღვრეებს თავს დაესხნენ. ამ საკითხს ლეიბორისტული პარტიის ლიდერი გამოეხმაურა და თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარება მოითხოვა.
"ხელისუფლება საგულდაგულოდ მალავს იმ ფაქტს, რომ სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე მოხდა სასაზღვრო კონფლიქტი, რა დროსაც თურქი მესაზღვრეები თავს დაესხნენ ქართველ მესაზღვრეებს. შედეგად ქართული მხრიდან არიან დაზიანებულები. ისე სამართალი რომ იყოს, ეგ საზღვარი ტრაპიზონს იქით უნდა ყოფილიყო. მოვითხოვ ხვალვე იქნეს გამოძახებული თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში დეტალური ახსნა-განმარტების მისაცემად", - წერს ნათელაშვილი.