"თუ ასეთი დარწმუნებული ხართ ბატონო მიხეილ, რატომ არ მოდიხართ?"

"72 საათი ჩემი თავისუფლად სიარული საქართველოში და ივანიშვილი გაქრება საერთოდ, აღარ იარსებებს!” – ამის შესახებ საქართველოს ექს-პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“ -ის გადაცემაში “კვირის აქცენტები” განაცხადა. გადაცემის წამყვანმა ეკა კვესიტაძემ მას მოუწოდა, რომ გაერისკა და ჩამოსულიყო:

„თუ ფიქრობთ რომ გარისკვად ღირს, შემოდით ბატონო მიხეილ, რატომ არ მოდიხართ? თუ თქვენ ფიქრობთ, რომ ამით დამთვარდება ივანიშვილის ხელისუფლება, მაშინ რატომ არ რისკავთ თუ ასეთი დარწმუნებული ხართ?“ – მიმართა ჟურნალისტმა რესპონდენტს, რაზეც სააკაშვილმა უპასუხა:

"იმ წუთში, როცა მე ჩავთვლი, რომ საქართველოს აქტიურ ნაწილს საზოგადოების და ოპოზიციის არის მზად უზრუნველყოს ჩემი 72 საათიანი თავისუფალი გადაადგილება საქართველოში, მე გავჩნდები მანდ", – განაცხადა სააკაშვილმა.

Maverick ქოსატყუილა მიშშხუილა
6 წლის უკან