"ვანო ზარდიაშვილის დედა ამერიკაში მიშას მთავარი აგიტატორი და მომხრეა…"

ამერიკაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტი რუსუდან წერეთელი აშშ-ში არსებული ქართული დიასპორის და შექმნილი მძიმე მდგომარეობის შესახებ წერს. მისი თქმით, "ოცნებასთან" დაკავშირებული პირები მიხეილ სააკაშვილის აქტიური აგიტატორები და მხარდამჭერები არიან.

"იმ ისტერიისა და აგრესიის ფონზე, რომელიც უკვე ყველგან შეინიშნება, ერთ დასკვნას ვაკეთებ, რომ ცუდად დამთავრდება ეს ყველაფერი… რისთვის გვინდოდა მაშინ 2012 წლის არჩევნები?! არადა, ვისაც საქვეყნო საქმეზე უანგაროდ შეგვტკივა გული, ძალიან ცუდ დღეში ვართ. გვაგინებენ, გვლანძღავენ, გვემუქრებიან… გასაოცარი ის არის, რომ ამ მიშისტებს აქედან ჰყავთ მხარდამჭერები, ფინანსურად დამხმარენი! გასაკვირი კი არა, უბედურებაა ის, რომ მათი აქტიურ მხარდამჭერ-დამხმარეთა შორის "ოცნებასთან“ დაკავშირებული ადამიანებიც არიან.

იქნებ მანდ, მთავარმა ოცნებისტებმა არც იციან, რომ ვანო ზარდიაშვილის დედა უკვე დიდი ხანია, ამერიკაშია და მიშას მთავარი აგიტატორი და მომხრეა… და მარტო ეგ ქალბატონი? როცა ამ ხალხს ვხედავთ, სულ აღარ გვიკვირს მამალი "ნაცების“ და მიშისტების აქტიურობა. აგერ, კობა სუბელიანიც… ჭორი იმის თაობაზე, რომ მას აქ ძალიან უჭირს და მოხუცს უვლის, არის მიამიტებისთვის განკუთვნილი. სუბელიანი ყველა აქციის ან ორგანიზატორია, ან - აქტიური მონაწილე და წუთს არ კარგავს ქულების ჩასაწერად და თავისი პოლიტიკური დევნილის სტატუსის მოთხოვნის გასამყარებლად, რომელზეც განაცხადი ამერიკის საემიგრაციოში უკვე დიდი ხანი აქვს შეტანილი… და ასე, რომელი ერთი ჩამოვთვალო…", - წერს რუსუდან წერეთელი.

მისივე თქმით, ჩვენი საქართველოს საელჩო აშშ-ში ქართველი ემიგრანტებისთვის თითქმის არაფერს აკეთებს.

"აქაური ემიგრაციისთვის ერთადერთი საინფორმაციო-მასაზრდოებელი წყარო არის "რუსთავი-2“ და მე, როგორც ამ საქმის პროფესიონალი, გულწრფელად აღტაცებული ვარ, მართლა მაგრად მუშაობენ. საერთოდ, საზღვარგარეთ კი არა, თავად მანდ, საქართველოში, დღევანდელი ხელისუფლების საქმიანობის ობიექტური გამშუქებელი მედიის რომელიმე საშუალება თუ არსებობს? გაშუქებაში ვგულისხმობ გაკეთებული საქმისა და შედეგების ჩვენებას და არა ტაშ-ფანდურს", - წერს რუსუდან წერეთელი.

trampi ესენი ყუმები არიან, ყუმები....მაგრამ ისინი....... სულით მახინჯები!!!!
6 წლის უკან