სარფის საბაჟოზე ინციდენტი მოხდა. თურქული მხარის ინფორმაციით, თურქმა მებაჟეებმა საზღვარზე დააკავეს მურმან ზაქარაძე, რომელიც ადამიანებით ვაჭრობაში იყო ეჭვმიტანილი, თუმცა პოლიციის მიერ გამოკითხვის შემდეგ გაათავისუფლეს.
განსხვავებული ვერსია აქვს ზაქარაძის ოჯახს, ზაქარაძის ახლობლების მტკიცებით, მას თურქი მესაზღვრეები თავს უსაფუძვლოდ დაესხნენ. მოგვიანებით კი საქმეში ქართველი მესაზღვრეები ჩაერთნენ.
„მოიტაცეს ნეიტრალური ზონიდან თურქმა მებაჟეებმა, კაცს ხელი აქვს მოტეხილი. სახეზე დაზიანებები აქვს,“- განაცხადა საინიციატივო ჯგუფი „ბათუმის“ წარმომადგენელმა, ვატო ნებუნიშვილმა.
საკონსულომ საბაჟო-გამშვები პუნქტის ვიდეოკამერებით დაფიქსირებული კადრები გაავრცელა.