აქცია თურქეთის საკონსულოსთან. მურმან ზაქარაძის ოჯახი სარფის საბაჟოზე მომხდარი ინციდენტის გამოძიებას ითხოვს. მათი ინფორმაციით, ახალგაზრდა დღეს დილით სარფის საბაჟო გამშვებ პუნქტზე თურქმა მებაჟე ოფიცრებმა სცემეს.
თურქეთის გენერალური საკონსულო, ბათუმში დაკავებული საქართველოს მოქალაქის შესახებ კი განცხადებას ავრცელებს, რომელშიც წერია, რომ მურმან ზაქარაძე ადამიანებით ვაჭრობაში იყო ეჭვმიტანილი, რის გამოც თურქმა მებაჟეებმა დააკავეს.
თუმცა პოლიციის მიერ გამოკითხვის შემდეგ ის გაათავისუფლეს. საკონსულომ საბაჟო-გამშვები პუნქტის ვიდეოკამერებით დაფიქსირებული კადრებიც გაავრცელა.
ოჯახის წევრები კი ამბობენ, რომ მურმან ზაქარაძეს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, ის სასტიკად არის ნაცემი და მის ამჟამინდელ მდგომარეობაზე ინფორმაციას არ ფლობენ. კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, ინციდენტის დროს ქართველი სამართალდამცველიც დაშავდა, თუმცა ამ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტოში არ ადასტურებენ.