გვარამია:

გვარამია: "ბავშვების მწამებლები და მკვლელები უვადოდ და შეწყალების გარეშე ციხეში!"

რუსთავი2-ის გენერალური დირექტორი შემდეგი სახის მიმართვას ავრცელებს:

"ოთხი წლის ბავშვს სისტემატური ცემით რომ მოკლავ, ესე იგი, ყველაფერზე წამსვლელი ხარ და პოტენციურად საზოგადოებისთვის უდიდესი საშიშროების მატარებელი. ჰოდა, ასეთების იზოლაციისთვის არსებობს უვადო პატიმრობა სისხლის სამართლის კოდექსში. ბავშვების მწამებლები და მკვლელები უვადოდ და შეწყალების გარეშე ციხეში!"