„72 საათი ჩემი თავისუფლად სიარული საქართველოში და ივანიშვილი გაქრება საერთოდ

„72 საათი ჩემი თავისუფლად სიარული საქართველოში და ივანიშვილი გაქრება საერთოდ"

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის თქმით, თუ საზოგადოება და ოპოზიცია იქნება მზად, უზრუნველყოს მისი თავისუფალი გადაადგილება საქართველოში 72 საათის განმავლობაში, ის მშვიდობიანი გზით შეცვლის ხელისუფლებას.

„იმ  წუთში, როცა მე ჩავთვლი, რომ საქართველოს აქტიური ნაწილი და ოპოზიცია არის მზად, უზრუნველყოს ჩემი 72 საათიანი თავისუფალი გადაადგილება საქართველოში, მე გავჩნდები საქართველოში. ეს არის სცენარი მშვიდობიანი გზით მათი მოშორების,“ - განაცხადა სააკაშვილმა "კვირის აქცენტებში".

საქართველოს მესამე პრეზიდენტის თქმით, ის მზად არის, ნებისმიერი სცენარისთვის, თუნდაც იმ სცენარისთვის, რაც დამართეს ზვიად გამსახურდიას ხიბულაში.