2020 წლიდან უმაღლეს სასწავლებელში აბიტურიენტები გამოცდების ახალი მოდელით ჩააბარებენ. ცვლილებები განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა უკვე გაახმოვანა.
„გამოცდების ახალი მოდელი“ განათლების რეფორმის მცირე ნაწილია. "იმედის კვირის" ცნობით, სისტემაში არსებული პრობლემების შესწავლის შემდეგ, მიხეილ ბატიაშვილის გუნდმა ექსპერტებთან ერთად კომპლექსური მიდგომა შეიმუშავეს. იმისთვის, რომ განათლების ყველა საფეხურზე ცოდნის მიღება საერთაშორისო სტანდარტით მოხდეს.
ახალი გაკვეთილის პროცესი პირველად 150-ე სკოლაში დაინერგა, გადამზადდა 22 მასწავლებელი. გაზაფზულზე თანამედროვე, აქტიური გაკვეთილები კიდევ 50 სკოლაში დაიწყება. საბოლოოდ, 21-ე საუკუნის ტენდენციები ქვეყნის მასშტაბით სრულად დაინერგება და შესაბამისად, თითოეულ კლასში ბავშვებს სწავლის მიმართ ინტერესი და ხალისი გაეზრდებათ.
რეფორმა სკოლის ადმინისტრაციის გაძლიერებასაც გულისხმობს. როგორც მინისტრი ამბობს ყველაფერს უზნაძის 52 ნომრიდან ვერ მართავ, ამიტომ სისტემის დეცენტრალიზაცია ეტაპობრივად უნდა მოხდეს და სკოლამ განვთარება დამოუკიდებლად შეძლოს.