ცნობილია ივანიშვილისა და უმრავლესობის დახურული შეხვედრის დეტალები

ცნობილია ივანიშვილისა და უმრავლესობის დახურული შეხვედრის დეტალები

წინა კვირას პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის კონსულტაციები გაიმართა. შეხვედრების მთავარი თემა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის კრიტერიუმებზე მსჯელობა იყო. შეხვედრების მოდერატორი პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი იყო.

უმრავლესობის დეპუტატების ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილმა დააფიქსირა პოზიცია, რომ უვადო და თუნდაც ვადით გამწესებული მოსამართლეების სისტემიდან დათხოვნა მიუღებელი და უკანონოა, და მაინც თუ ასე მოიქცევა ხელისუფლება - ეს აუცილებლად იქნება მათი პოლიტიკური ოპონენტებისთვის ახალი შანსი, რომ ისევ შეძლონ სასამართლოზე გავლენის მოპოვება.

შეხვედრიდან გამოსულმა დეპუტატებმა "იმედის კვირას" უთხრეს, რომ პარტიის თავმჯდომარემ გუნდს ასევე ჰკითხა - იცოდნენ თუ არა, რომ უზენაესი სასამართლოს კანდიდატად წარდგენილი 10 მოსამართლიდან - 7 ისედაც უვადო მოსამართლეა სააპელაციო სასამართლოში; და რომ მიხეილ ჩინჩალაძე, რომელსაც დეპუტატთა ნაწილი კლანურ მმართველობაში ადანაშაულებდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე და უვადოდ დანიშნული მოსამართლეა, შესაბამისად უზენაეს სასამართლოში 28-დან ერთ-ერთ მოსამართლედ გამწესება მათთვის დაწინაურება ვერ იქნებოდა.

დღეს კი სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელიც იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრებმა და ნაციონალურმა მოძრაობამ პროტესტის ნიშნად დატოვა.

სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიასთან“ მოსამართლეთა შესარჩევი სამუშაო ჯგუფის შეხვედრის პარალელურად მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის საპროტესტო აქცია გაიმართა.

Giorgi v ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენის ნაცვლად მოქმედი ხელისუფლება უსამართლობის უვადოთ დამკვიდრებას უჭერს მხარს,
6 წლის უკან