5 რეჟისორი ქალი, რომლებმაც წარმატებას მამაკაცურ პროფესიაში მიაღწიეს

5 რეჟისორი ქალი, რომლებმაც წარმატებას მამაკაცურ პროფესიაში მიაღწიეს

რეჟისორ პეტი ჯენკინსის ფილმმა "ქალი-სასწაული" რეკორდი დაამყარა და კინოგაქირავებაში 650 მლნ დოლარი დააგროვა. ადრე ეს ტიტული ფილიდა ლოიდის ფილმს Mამა Mია! ეკავა. შედარებისთვის გაგახსენებთ, რომ მამაკაცების ფილმებმა: "ავატარი" 2,8 მლნ დოლარი დააგროვა, "ტიტანიკმა" - 2,2 მლნ, ვარსკვლავურმა ომებმა - 2 მლნ. თანამედროვე კინოს 5 წარმატებული ქალი რეჟისორი უნდა გაგაცნოთ, რომლებმაც წარმატებას მამაკაცურ პროფესიაში მიაღწიეს.

პეტი ჯენკინსი

ამერიკელი რეჟისორი და სენარისტი პოპულარული "მონსტრის" შემდეგ გახდა. მისმა ფილმმა მთავარი როლის შემსრულებელს შარლიზ ტერონს "ოსკარი" მოუტანა. მანამდე ჯენკინსს გადაღებული ჰქონდა სერიალები: "მკვლელობა", "ლამაზმანები" და "ღალატი".

სოფია კოპოლა

"თვითმკვლელი ქალიშვილები", "თარგმანში დაკარგულები", "მარია ანტუანეტა", "ელიტური საზოგადოება" - ეს ფილმები სოფიას გადაღებულია. რა გასაკვირია, რომ ლეგენდარული კოპოლას ქალიშვილიც რეჟისორი გახდებოდა. სოფია "ოსკარის" მფლობელი გახდა ფილმისთვის "თარგმანში დაკარგულები". ხოლო 2017 წელს კანის კინოფესტივალზე მეორე ქალი-რეჟისორი იყო, რომელიც "პალმის რტოს" მფლობელი გახდა.

კეტრინ ბიგელოუ

კეტრინი პირველი ქალია, რომელმაც ოსკარი და "ბაფტა" მიიღო (ფილმისთვის "ქარიშხლის მბრძანებელი"). საინტერესო ისაა, რომ ნომინაციაში ერთ-ერთი კონკურენტი მისი ქმარი - ჯეიმს კემერონი იყო. ყველას გაუკვირდა, როცა Gაპ-ის სიფრიფანა მოდელმა სამეცნიერო-ფანტასტიკური ფილმი გადაიღო. გახსოვთ ფილმი "ტალღის ქიმზე" (მთავარ როლებში: პატრიკ სუეიზი და კიანუ რივზი)? ის კეტრინმა გადაიღო. მისი შემოქმედებაა ფილმი წყალქვეშა ნავზე К-19 და "მიზანი ნომერი პირველი". საინტერესო ისაა, რომ ბიგელოუს მთვარი გმირები მუდამ მიმზიდველი და ძლიერი მამაკაცებია არიან.

ნენსი მაიერი

კოლეგებისგან განსხვავებით ნენსის მხოლოდ მელოდრამებსა და კომედიებს იღებს. მისი დებიუტი შედგა ფილმში "ხაფანგი მშობლებისთვის" (მთავარ როლში ლინდსი ლოჰანი). მსოფლიო პოპულარობა კი ფილმმა "რა სურთ ქალებს" მოუტანა. თუმცა, მომდევნო ფილმებიც - "სიყვარული წესებით და მის გარეშე", "გაცვლითი შვებულება", "მარტივი სირთულეები", "სტაჟიორი". - უყვარს მაყურებელს.

ნორა ეფრონი

თუ კომედიური მელოდრამების მოყვარული ხართ, აუცილებლად გეცოდინებათ ნორა ეფრონი. მისი გადაღებულია საკულტო ფილმები: "უძინარნი სიეტლში", "თქვენს სახელზე წერილია", "ჯული და ჯულია: ვამზადებთ ბედნიერებას რეცეპტით". ეფრონი სამჯერ იყო ნომინირებული "ოსკარზე".