ვაშინგტონიდან თბილისში

ვაშინგტონიდან თბილისში

უკვე მეორე დღეა, რაც , “ტიფლის ავენიუში“ მხატვარ მამუკა გიორგაძის ნახატების  პერსონალური გამოფენა იმართება . გამოფენა საქართველოში პოლონეთის საელჩოს მხარდაჭერით შედგა და ზეგამდე, ანუ 23 ნოემბრამდე გასტანს..

მამუკა გიორგაძემ 1993 წელს თბილისის სამხატვრო აკადემიის მონუმენტურ-დეკორატიული ხელოვნების ფაკულტეტი დაამთავრა. სხვადასხვა დროს მუშაობდა საზოგადოებრივ მაუწყებელში, სახელმწიფო საყმაწვილო თეატრში. რენე ჰარლინის ფილმის "Georgia" მთავარი მხატვარი იყო.

აღსანიშნავია რომ მხატვარი მამუკა გიორგაძე, ევროპისა და ამერიკის ქვეყნებში უფრო მეტად არის ცნობილი, ვიდრე საქართველოში.  მან სხვადასხვა დროს, პერსონალური გამოფენები ტალინში, მოსკოვში, პეტერბურგსა და მინეაპოლისში, ლოს-ანჟელესში, ვაშინგტონსა და ჩიკაგოშიც გამართა.