ქურთი დემონსტრანტები ერაყში თურქულ სამხედრო ბანაკს დაესხნენ თავს

ქურთი დემონსტრანტები ერაყში თურქულ სამხედრო ბანაკს დაესხნენ თავს

ერაყელი ქურთების რეგიონში გაბრაზებული ხალხის ჯგუფმა თურქულ სამხედრო ბანაკზე იერიში მიიტანა, რასაც სულ ცოტა ერთი ადამიანი ემსხვერპლა, 10 კი დაშავდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ადგილობრივებმა მანქანებსა და შენობებს ცეცხლი წაუკიდეს, რითიც რეგიონში თურქეთის ავიაიერიშები გააპროტესტეს, რასაც რამდენიმე ადამიანი ემსხვერპლა.

თურქეთი ერაყის საზღვართან მდებარე ქურთების სამხედრო ჯგუფებზე რეიდებს მუდმივად ატარებს.

თურქეთის თავდაცვის მინისტრის თქმით, შეტაკება თურქ სამხედროებსა და ადგილობრივებს შორის ქურთების პროვოკაციის გამო მოხდა.