პომპეომ მადუროს მხარდაჭერის გამო, რუსეთი და ჩინეთი გააკრიტიკა

პომპეომ მადუროს მხარდაჭერის გამო, რუსეთი და ჩინეთი გააკრიტიკა

ამერიკის შეერთებული შტატების სახელწმიფო მდივანმა მაიკ პომპეომ ნიკოლას მადუროს მხარდაჭერის გამო, რუსეთი და ჩინეთი გააკრიტიკა. ამის შესახებ მან გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას ილაპარაკა.

მისივე თქმით, მადუროს მხოლოდ არადემოკრატიული ქვეყნები უჭერენ მხარს. პომპეომ მოუწოდა გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრ ქვეყნებს და საერთაშორისო საზოგადოებას, ვენესუელის პრეზიდენტად ოპოზიციის ლიდერი ხუან გუაიდო აღიარონ, რომელიც ქვეყანაში არჩევნების ჩატარებას უზრუნველყოფს.

ნიკოლას მადუროს ულტიმატუმი გერმანიამ, ესპანეთმა და საფრანგეთმ წაუყენეს. სამი ქვეყანა აცხადებს, რომ ვენესუელის დროებით მმართველად ხუან გუაიდოს დაუჭერენ მხარს, თუ ნიკოლას მადურო 8 დღის განმავლობაში ახალი საპრეზიდენტო არჩევნებისთარიღს არ დანიშნავს.

კარაკასში გამართულ მრავალრიცხოვან აქციაზე ოპოზიციის ლიდერმა, ხუან გუაიდომ საკუთარი თავი ვენესუელის პრეზიდენტად 23 იანვარს გამოაცხადა. ხუან გუაიდო ვენესუელის დროებით პრეზიდენტად უკვე აღიარეს: არგენტინამ, ბრაზილიამ,  გვატემალამ, ჰონდურასმა, საქართველომ, კანადამ, კოლუმბიამ, კოსტა-რიკამ, პანამამ, პარაგვაიმ,  პერუმ, აშშ-მ, ჩილემ, ეკვადორმა.

ნიკოლას მადუროს კი მხარდაჭერა გამოუცხადა რუსეთმა, ბელარუსმა, თურქეთმა, ბოლივიამ, კუბამ, მექსიკამ და ურუგვაიმ.